ახალი ამბები

ვისურვებდი, ქალი კოლეგები არ ერთვებოდნენ დესტრუქციულ პროცესში — წილოსანი

19 ივლისი, 2021 • 807
ვისურვებდი, ქალი კოლეგები არ ერთვებოდნენ დესტრუქციულ პროცესში — წილოსანი

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმდჯომარე ეხმაურება პარლამენტში გუშინდელ არეულობას, თუმცა არ საუბრობს „ოცნების“ კაცი დეპუტატების მხრიდან ძალის გამოყენებაზე.

წილოსანი განცხადებაში კვლავ ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროვოკაცია იყო.

„პარლამენტის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, მათ შორის, ქალების მონაწილეობით, ძალიან მძიმე საყურებელია. თუმცა სწორედ ეს არის პროვოკატორთა ამოცანა.

პარლამენტის წევრის ქცევის კოდექსი ჩვენი გუნდის მიერ დანერგილი ინსტრუმენტია, თუმცა არც ამ პრინციპს, არც რეგლამენტის, არც კანონების დათქმებს არ იცავენ ოპოზიციონერი კოლეგები და განუწყვეტლივ უქმნიან საფრთხეს ქვეყნის ინსტიტუციების რეპუტაციას და სტაბილურობას“, — წერს წილოსანი.

ის ისურვებდა, რომ მისი ქალი კოლეგები „არ ერთვებოდნენ ამ დესტრუქციულ პროცესში. ასევე, ვისურვებდი, რომ დეპუტატების ფიზიკური ხელშეუხებლობა, განსაკუთრებთ კი ქალების, იყოს უზრუნველყოფილი“.

„იმედი მაქვს, რომ ცივილურობის იმ დონემდეც მივა პოლიტიკური გარემო საქართველოში და ჩვენს საზოგადოებას არ მოუწევს ამ უმსგავსობების ყურება“, – აცხადებს  ის.

18 ივლისს პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა მოსმენა ჩაიშალა. არეულობის დროს 3 ქალ დეპუტატს, მათ შორის, თინა ბოკუჩავას,  დეპუტატმა კაცებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ადგილი.

“დაბრალებას არ ვიყოთ, რა ძალადობა? …თინასთან ვწუხვარ” – შალვა პაპუაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი