ახალი ამბები

უმცირესობების უფლებები არ არის მარგინალური საკითხი – მიშელი

19 ივლისი, 2021 • 982
უმცირესობების უფლებები არ არის მარგინალური საკითხი – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ დღეს, 19 ივლისს, ბათუმში გამართულ ყველა შეხვედრაზე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, უმცირესობათა უფლებები ევროკავშირის ღირებულათა სისტემაში მნიშვნელოვანი საკითხია.

“დღეს ყველა ჩემს შეხვედრაზე ხაზი გავუსვი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში იმ ცენტრალურ როლს, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს აქვს. უმცირესობების უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. მრავალფეროვნების და ადამიანის ღირსების პატივისცემა ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის არსებითია. კონსტიტუციური უფლებები პრესისა და გამოხატვის თავისუფლებისა უნდა იყოს დაცული”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი რეგიონული ტურის ფარგლებში საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად– “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია” . ბათუმში ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი