ახალი ამბები

პოლიტიკო: დალია გრიბაუსკაიტე შესაძლოა NATO-ს გენმდივანი გახდეს

19 ივლისი, 2021 • 2919
პოლიტიკო: დალია გრიბაუსკაიტე შესაძლოა NATO-ს გენმდივანი გახდეს

ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ალიანსის (NATO) გენერალური მდივნის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება, იუწყება „პოლიტიკო“.

გამოცემის ცნობით, ალიანსის უმაღლეს პოსტს აღმოსავლეთ ევროპელი ქალი დაიკავებს. “პოლიტიკო” წერს, რომ ამ ეტაპზე “ გენერალური მდივნის თანამდებობის კანდიდატებად მოიაზრებიან:

  • ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი, დალია დალია გრიბაუსკაიტე;
  • ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი;
  • ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი.

ალიანსის ამჟამინდელ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თანამდებობა 2014 წლის ოქტომბერში დაიკავა, პოსტზე ყოფნის ვადა 2022 წლის სექტემბერში ეწურება.

„პოლიტიკოს“ ცნობით, სტოლტენბერგის მემკვიდრის წარდგენას მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში ელიან.

რიგი დიპლომატების, თანამდებობის პირების და ანალიტიკოსების თქმით, 72 წლის შემდეგ დროა, ალიანსის უმაღლესი თანამდებობა ქალმა დაიკავოს, ხოლო რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე აღმოსავლეთ ევროპელის არჩევა გენერალურ მდივნად მოსკოვს მნიშვნელოვან სიგნალს გაუგზავნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი