ახალი ამბები

ღარიბაშვილი არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას, როდის გადადგება

19 ივლისი, 2021 • 1331
ღარიბაშვილი არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას, როდის გადადგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას – როდის გადადგება.

აღნიშნული კითხვით ღარიბაშვილის ჟურნალისტებმა ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე მიმართეს, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მართავდა.

პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილი მიშელთან შეხვედრის შესახებ საუბრობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როდის გადაგდებოდა, პრემიერ-მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა და წავიდა.

შარლ მიშელი რეგიონული ტურის ფარგლებში საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად– “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია”. ვიზიტის ფარგლებში მან პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი