ახალი ამბები

დეპუტატებმა გომელაურის გამოსვლის დაწყების საშუალება არ მისცეს

18 ივლისი, 2021 • 831
დეპუტატებმა გომელაურის გამოსვლის დაწყების საშუალება არ მისცეს

პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელმა დეპუტატებმა სიტყვით გამოსვლის დაწყების საშუალება არ მისცეს.

ოპოზიციონერი დეპუტატატები ტრიბუნასთან შეიკრიბნენ, სადაც ვახტანგ გომელაური იმყოფება და “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სურათები გაშალეს.

გომელაურმა პარლამენტში 5 ივლისს მომხდარი მოვლენებისა და პოლიციის მოქმედებების შესახებ უნდა ისაუბროს.

სხდომა ჯერ კიდევ არ განახლებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი