ნეტგაზეთი | მედიის კოალიცია შსს-ს: გამოიძიეთ გვარამიას მიმართ მუქარა მედიის კოალიცია შსს-ს: გამოიძიეთ გვარამიას მიმართ მუქარა – Netgazeti
Batumelebi | RU

მედიის კოალიცია შსს-ს: გამოიძიეთ გვარამიას მიმართ მუქარა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების თაობაზე.

კოალიციის 17 ივლისით დათარიღებული განცხადების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, „ძალადობრივი ჯგუფის წევრები ალტ – ინფოს ფეისბუკ არხის დაბლოკვის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან“.

ნიკა გვარამიამ 17 ივლისს ფეისბუკზე გაავრცელა სქრინშოტი „ალტ-ინფოს“ ტელეგრამის ჩატიდან, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი მომხმარებელი გვარამიას აგინებს და წერს, რომ მას სახლი უნდა გადაუწვან, „ქილერი დაიქირავონ და ჩაცხრილონ მანქანაში.

ნახეთ ასევე:

უკანონობა და დისკრედიტაცია – „კოალიცია“ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაზე, მედიები არ მიიწვიოს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com