ახალი ამბები

გამოვლინდა ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 22 ადამიანი – 17 ივლისი

17 ივლისი, 2021 • 1087
გამოვლინდა ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 22 ადამიანი – 17 ივლისი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  1 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 22 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 361 პირი. მონაცემები stopcov.ge-ზე 17 ივლისის დილით განახლდა.

პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 979 კვლევა ტესტით, მათ შორის, 19 711 კვლევა ანტიგენის ტესტით, 15 268 კი -PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.17 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.5% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.86%.

დღეს გამოვლენილი 1 808 შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 046,
  • აჭარა – 161,
  • იმერეთი – 123,
  • ქვემო ქართლი – 97,
  • შიდა ქართლი – 78,
  • გურია – 19,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 74,
  • კახეთი – 111,
  • მცხეთა-მთიანეთი – 39,
  • სამცხე-ჯავახეთი – 43,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 313 საიდანაც: 4 135 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 519, აჭარაში – 211, იმერეთში – 495.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 805 პირი, მათ შორის, თბილისში – 430, აჭარაში – 39, იმერეთში -166. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 3, იმერეთში – 7.

1 008 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 728 – თბილისში, 268- აჭარაში. 12 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – აცხადებს საქართველოს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი