ახალი ამბები

მთავრობამ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის ღირებულება გაანახევრა

16 ივლისი, 2021 • 836
მთავრობამ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის ღირებულება გაანახევრა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი 1 წლის განმავლობაში თბილისის ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი 5 მილიონი ლარის ნაცვლად 2.5 მილიონ ლარამდე შემცირდა.

აღნიშნული შეეხება ნებართვებს, რომელიც 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე გაიცემა თბილისის მთელ ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობასთან დაკავშირებით.

შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 11 ივლისს მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, კვლავ 2.5 მილიონი ლარი იქნება ნებართვის აღებიდან მეორე წელს სანებართვო მოსაკრებლის ღირებულება.

“თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით.

თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით”, — ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში, რომელიც უკვე ძალაშია შესული.

მასალების გადაბეჭდვის წესი