ახალი ამბები

გებრეისუსი: მსოფლიო პანდემიის მესამე ტალღის ადრეულ ეტაპზეა

15 ივლისი, 2021 • 5596
გებრეისუსი: მსოფლიო პანდემიის მესამე ტალღის ადრეულ ეტაპზეა

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის ადრეულ ეტაპებზეა, აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი.

მისი თქმით, უკვე მეოთხე კვირაა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება. გარდა ამისა,  მატულობს სიკვდილიანობას მაჩვენებელიც.

„დელტა შტამი ახლა 111 ქვეყანაშა გავრცელებული. ველით, რომ მალე ის მთელ მსოფლიოში დომინანტური შტამი გახდება, თუ უკვე არ არის ასეთი“, — თქვა მან.

გებრეისუსმა ასევე ყურადღება გაამახვილა „ვაქცინების გლობალური გადანაწილების შოკისმომგვრელ უთანასწორობაზე“, რის გამოც მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ რჩება დაუცველი ინფექციის წინაშე.

„მე გავახმიანე მოწოდება, სექტემბრისთვის ვაქცინირებული იყოს ყველა ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 10%, ამ წლის ბოლომდე — მინიმუმ 40%, მინიმუმ 70% კი, შემდეგი წლის შუა პერიოდისთვის. ამ მიზნების მისაღწევად 11 მილიარდი დოზა ვაქცინა გვჭირდება“, — აღნიშნა გებრეისუსმა.


საქართველოში 15 ივლისის მონაცემით გამოვლენილია კორონავირუსის 382 734 შემთხვევაა, გარდაიცვალა 5503 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, სულ ჩატარებულია 289,399 აცრა, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 113,895 ადამიანი, რაც მოსახლეობის 3,06% პროცენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი