ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 11 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 164 პირი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 867 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 167 კვლევა ანტიგენის ტესტით, 14 700 კი – PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.21% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.65%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 813,
- აჭარა – 93,
- იმერეთი – 115,
- ქვემო ქართლი – 94,
- შიდა ქართლი – 49, გურია – 9,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 59,
- კახეთი – 84, მცხეთა-მთიანეთი – 27,
- სამცხე-ჯავახეთი – 36,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 714, საიდანაც 838 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 382 734-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 5 503 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 362 491-მდე.