ახალი ამბებირეკლამა

სილქნეტის 7ჯერ სწრაფი ინტერნეტი 1 წლისაა

15 ივლისი, 2021 •
სილქნეტის 7ჯერ სწრაფი ინტერნეტი 1 წლისაა

ერთი წელი შესრულდა, რაც  მილიონზე მეტ მომხმარებელს  სილქნეტი უახლესი გიგაბიტ LTE ტექნოლოგიით ემსახურება.

სერვისს 7 ჯერ უფრო სწრაფი მონაცემები გააჩნია, ვიდრე ბაზარზე არსებულ მობილურ ინტერნეტს. ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, ასევე მაგისტრალურ გზებზე, უზრუნველყოფილია ხარისხიანი, უწყვეტი და უსწრაფესი ინტერნეტ კავშირი გიგაბიტ LTE – ის სიგნალით.  

პანდემიის პერიოდში, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, სილქნეტმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა და 200-ზე მეტი მაღალტექნოლოგიური საბაზო სადგური დაამონტაჟა თბილისსა და რეგიონებში. 

ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის, აბონენტმა ონლაინ რეჟიმში  UHD და 4K ხარისხის ვიდეოებს შეუფერხებლად უყუროს; დიდი მოცულობის ფაილები ძალიან სწრაფად ჩამოვტვირთოს;  ოპერატიულად გაცვალოს მონაცემები ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი წერტილიდან.

ამერიკული კომპანია Ookla, ექვსი თვის მანძილზე აწარმოებდა სილქნეტის ქსელის ტესტირებას.  მოხდა მონაცემთა ზუსტი ანალიზი, რომლის მიხედვით დადგინდა ქსელის სისწრაფე და ხარისხი. ყველაზე სრულყოფილი ანალიტიკური პლატფორმის მეშვეობით და უნიკალური მეთოდოლოგიით, სილქნეტის მობილურმა ქსელმა OOKLA® Speedtest Awards-ის ჯილდო დაიმსახურა. 

სილქნეტი, როგორც ტელეკომუნიკაციების დარგის განვითარებაზე ორიენტირებული ქართული კომპანია,  ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან, მაღალი ხარისხის სერვისს და ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ტარიფებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი