ახალი ამბები

გამოვლინდა ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 13 ადამიანი – 14 ივლისი

14 ივლისი, 2021 • 1031
გამოვლინდა ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 13 ადამიანი – 14 ივლისი

14 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 13 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამავე პერიოდში ჩატარდა 35 559 ტესტი, გამოჯანმრთელდა 769 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი არის 4.68%.

ამავე ცნობების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 381 336-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.68%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.1% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.46%.

წინა დღეს, როდესაც ინფიცირების 1862 შემთხვევა გამოვლინდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „1500-ზე მეტი შემთხვევა არის საკმაოდ კრიტიკული ზღვარი იმისთვის, რომ ასე, სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები“.

პედიატრიული კოვიდსაწოლები უკვე გადატვირთულია – გაბუნია

მასალების გადაბეჭდვის წესი