ახალი ამბები

ლექსო ლაშქარავა სახლიდან კამერების კორიდორით გააცილეს

13 ივლისი, 2021 • 1554
ლექსო ლაშქარავა სახლიდან კამერების კორიდორით გააცილეს

ტვ “პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარი სახლიდან კამერების კორიდორით გააცილეს.

სხვადასხვა ტელევიზიის ტელეოპერატორებმა კორიდორი მის სახლთან მოაწყვეს. ლექსოს სახლთან ასევე დალაგებულია იმ კამერის ფრაგმენტები, რომლითაც 5 ივლისს მუშაობდა.

ლექსო ლაშქარავას ცხედარს სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე კოპრუსებიდან ადამიანთა ნაწილი ტაშით ხვდება, მანქანები კი — საყვირის ხმით.


საპატრიარქოს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ლექსო ლაშქარავას თავს სწორედ იმ დროს დაესხნენ, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მას მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, დამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, ჩაუტარდა ოპერაცია.

ლაშქარავა საკუთარ სახლში 11 ივლისს იპოვეს გარდაცვლილი. ჯერჯერობით უცნობია ექსპერტიზის პასუხი, თუ რა გახდა ლაშქარავას გარდაცვალების უშუალო მიზეზი.

ლექსო ლაშქარავას სამგლოვიარო პროცესია

ასე ხვდებიან მოქალაქეები ლაშქარავას სამგლოვიარო პროცესიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი