ახალი ამბებირეკლამა

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურისა და ზესტაფონის სარაგბო კლუბების გენერალური სპონსორი გახდა

13 ივლისი, 2021 • 1446
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურისა და ზესტაფონის სარაგბო კლუბების გენერალური სპონსორი გახდა

GM ერთი წლის განმავლობაში ჭიათურის „მათეს“ და ზესტაფონის „არწივებს“ დააფინასებს. სპონსორობის ჯამური ბიუჯეტი 300 000  ლარს შეადგენს.

რაგბის კავშირის მონაწილეობით, კომპანიასა და კლუბებს შორის შეთანხმება დღეს ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, კლუბ „არწივების“ პრეზიდენტმა, რომან პირველაშვილმა და კლუბ „მათეს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, როინ წიწილაშვილმა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურისა და ზესტაფონის სარაგბო კლუბების გენერალური სპონსორი გახდა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური სპონსორობის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონულ დონეზე რაგბის განვითარებას და მომავალ თაობაში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას. რეგიონებში სპორტის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარდამჭერებს შორის კი ლიდერია “ჯიემი”. კომპანია ქართველი სპორტსმენების გვერდით დგას და მომავალშიც გააგრძელებს რაგბის და სპორტის სხვა სახეობების დაფინანსებას.

„ჭიათურისა და ზესტაფონის სარაგბო კლუბებზე დიდ იმედს ვამყარებთ, გვაქვს საკმაოდ ამბიციური განაცხადი, რომ ერთ-ერთი გუნდი საქართველოს ჩემპიონიც გახდეს, ეს რეალურია. ჩვენ ამ გუნდებს გავუწევთ სპონსორობას, შევუქმნით საუკეთესო პირობებს, რომ სარაგბო კლუბებმა მაღალი შედეგი აჩვენონ.

კერძო სექტორის მონაწილეობა სპორტის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანია, ჯიემი კი ამ დიდი საქმეში თავის წვლილს აუცილებლად შეიტანს. გვინდა ჩვენი დღევანდელი ინიციატივა ჭიათურისა და ზესტაფონის სარაგბო კლუბების სპონსორობაზე სამაგალითო იყოს“,  – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურისა და ზესტაფონის სარაგბო კლუბების გენერალური სპონსორი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი