ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული სამი ჩვილი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება.
როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ორი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთიდან გადმოიყვანეს და კორონავირუსის ე.წ. დელტა შტამი დაუდასტურდა, შედარებით მძიმე.
კლინიკის დირექტორის თქმით, ორი ბავშვი 2 თვის ასაკისაა, ერთი კი 2 კვირის ახალშობილია. 3 ბავშვიდან ერთი კლინიკაში 29 ივნისს შეიყვანეს, ორი მათგანი კი – პირველ ივლისს.
კლინიკის დირექტორის თქმით, ამჟამად მათ კლინიკაში სულ 67 ბავშვი მკურნალობს და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.