ახალი ამბები

#ლექsosთვის – ჟურნალისტები სოლიდარობის ნიშნად ფონიჭალაში „ჩექინდებიან“

13 ივლისი, 2021 • 1533
#ლექsosთვის – ჟურნალისტები სოლიდარობის ნიშნად ფონიჭალაში „ჩექინდებიან“

#ლექsosთვის – ამ „ჰეშთეგით“ ჟურნალისტები და მედიამუშაკები სოლიდარობის განცხადებებს ავრცელებენ სოციალურ ქსელში.

მათი ნაწილი ფეისბუკის ფუნქციას ე.წ. ჩექინს (ინგ. check in) იყენებს და ფონიჭალის ლოკაციას უთითებს. „მეც აქ ვარ“ – წერენ ჟურნალისტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეისბუკ გვერდს „თაგავენ“

„ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს მასზეე ძალადობრივი ჯგუფების წევრებმა იძალადეს, ის მძიმედ დაშავდა.

გარდაცვალებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ თქვა, რომ განიხილავს ნარკოტიკით ზედოზირების ვერსიასაც. ორი დღის განმავლობაში უწყებამ რამდენიმე ბრიფინგი გამართა და რამდენჯერმე ახსენა, რომ გარდაცვალებამდე ალექსანდრე ლაშქარავა ფონიჭალაში იმყოფებოდა.

დღეს, 12 ივლისს შსს-მ უკვე ოფიციალურად თქვა, რომ შესაძლოა ლაშქარავას სიკვდილი ზედოზირების შედეგი ყოფილიყო. თუმცა  შსს-ს წარმომადგენელს არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მან ამის შესახებ მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია გაავრცელა.

უწყების მტკიცებით, ქიმიური ექსპერტიზის შუალედური ანგარიშის თანახმად – ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ზედოზირება ყოფილიყო.

შეიძლება, ლაშქარავას გარდაცვალება ზედოზირების შედეგი ყოფილიყო – შსს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი