ახალი ამბები

შსს-მ ბრიფინგი მხოლოდ ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტის გასაცნობად გამართა

11 ივლისი, 2021 • 1280
შსს-მ ბრიფინგი მხოლოდ ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტის გასაცნობად გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 ივლისს, 22:00 საათზე, საგანგებო ბრიფინგი იმისთვის გამართა, რომ ეთქვა, სად გადაადგილდებოდა ტვ “პირველის” ჟურნალისტი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვალების წინა დღეს. შსს-მ ასევე გაავრცელა გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ლაშქარავას გადაადგილება ჩანს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამით რისი თქმა უნდათ, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით “საზოგადოების მაღალი ინტერესია”.

ბრიფინგიდან გაურკვეველი დარჩა, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ლაშქარავას გარდაცვალებასთან შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტზე.

მამუკა ჭელიძემ მსგავსი შინაარსის ბრიფინგი შსს-ში რამდენიმე საათით ადრეც გამართა და ირიბად მიანიშნა ლაშქარავას ნარკომომხმარებლობაზე.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ლექსო ლაშქარავა ოთახში დედამ იპოვა გარდაცვლილი — ნოდარ მელაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.