ახალი ამბები

შეიძლება, ლაშქარავას გარდაცვალება ზედოზირების შედეგი ყოფილიყო – შსს

12 ივლისი, 2021 • 1536
შეიძლება, ლაშქარავას გარდაცვალება ზედოზირების შედეგი ყოფილიყო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალდეური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო.

ამ ვერსიის შესახებ დღეს სპეციალურად დანიშნულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში 110 ადამიანი გამოკითხეს და დაათვალიერეს 65 სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები.

მან ასევე დაასახელა ის ნივთიერებები, რომელიც, უწყების ცნობით, ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა, თუმცა  შსს-ს წარმომადგენელს არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მან ამის შესახებ მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია გაავრცელა.

უწყების მტკიცებით, ქიმიური ექსპერტიზის შუალედური ანგარიშის თანახმად – ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ზედოზირება ყოფილიყო.

[მასალა განახლდება]

მასალების გადაბეჭდვის წესი