ახალი ამბები

ქალ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი ძალით დაატოვებინეს

12 ივლისი, 2021 • 1665
ქალ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი ძალით დაატოვებინეს

ქალ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ტრიბუნასთან იყვნენ, სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

მანამდე, დეპუტატები — თინა ბოკუჩავა, ანა ნაცვლიშვილი, ნატო ჩხეიძე, ანა წითლიძე და სხვები – პარლამენტის სპიკერის ტრიბუნასთან ისხდნენ და უარს აცხადებდნენ ტერიტორიის დატოვებაზე. ისინი ამბობდნენ, რომ ერთადერთი, რაზეც ახლა პარლამენტი უნდა მსჯელობდეს, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის საკითხია.

დეპუტატი ანა წითლიძე წერს, რომ პარლამენტის მანდატურმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეოში ასევე ისმის, რომ ქალ დეპუტატებს სექსისტური და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მიმართავენ.

ქალ დეპუტატებს ტრიბუნა რამდენიმე საათი ეკავათ, მათ შორის, პარლამენტში მიმდინარე ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირების დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი