ახალი ამბები

“ქართული ოცნების” ოფისთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

11 ივლისი, 2021 • 1281
“ქართული ოცნების” ოფისთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, თბილისში, ერეკლეს მოედანზე, რამდენიმე ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავეს.

მმართველი პარტიის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ოფისთან შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერები, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორიაზე წითელი საღებავი დაასხეს, რითაც გააპროტესტეს ტვ “პირველის” ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

ნეტგაზეთი შსს-ში არკვევს დაკავებულთა ზუსტ რაოდენობას. მოძრაობა “სირცხვილიას” ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა “დროას” აქტივისტი თამაზ ახობაძე.

5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი