ახალი ამბები

NCDC-ის თანამშრომელი კორონავირუსით დაიღუპა

9 ივლისი, 2021 • 1224
NCDC-ის თანამშრომელი კორონავირუსით დაიღუპა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC)  სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი თამარ ფილაური კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ცენტრი ავრცელებს.

NCDC-ში ამბობენ, რომ თამარ ფილაური ათწლეულების განმავლობაში სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაზე მუშაობდა .

“დიდი დანაკლისი განიცადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა. კოვიდით დაინფიცირდა და ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი თამარ ფილაური.

თამარ ფილაურმა ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა ჯანდაცვის სტატისტიკის სამსახურში. ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაზე”, — აცხადებენ NCDC-ში.

დღეს კორონავირუსით, ჯამში, 7 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში გამოვლინდა დაავადების 1 108 ახალი შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი