ახალი ამბები

პარიზის გზებზე 30 კმ/საათიანი სიჩქარის ლიმიტი დაწესდება

9 ივლისი, 2021 • 1040
პარიზის გზებზე 30 კმ/საათიანი სიჩქარის ლიმიტი დაწესდება

აგვისტოს ბოლოდან პარიზის თითქმის ყველა ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სიჩქარის ლიმიტი 30 კმ/საათამდე შემცირდება.

აღნიშნული ემსახურება ავარიებისა და “ხმაურით დაბინძურების” შემცირებას. ასევე, ეს იქნება კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლასთან ქალაქის ადაპტირების პოლიტიკის ნაწილი.

პარიზის სოციალისტმა მერმა ანა იდალგომ, რომელიც მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, პირობა დადო, რომ შეამცირებს ტრანსპორტისთვის განკუთვლილ საზოგადოებრივ სივრცეებს დედაქალაქში. პარიზის ქუჩების 60%-ში ეს შეზღუდვა უკვე მოქმედებს. 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც იდალგო მერი გახდა, არაერთი ქუჩა ერთზოლიანი გახდა ან საფეხმავლოდ გადაკეთდა.

აგვისტოს შემდეგ სიჩქარის მომატება მხოლოდ მთავარ წრიულ გზაზე იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, მოტოციკლეტებისა და სკუტერების მფლობელებს, რომლებიც უფასო პარკინგით სარგებლობდნენ, მომავალი წლიდან საათობრივი პარკინგის საფასურის გადახდა მოუწევთ.

კრიტიკოსები იდალგოს ანტისატრანსპორტო პოლიტიკას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის მასშტაბურ საცობებს იწვევს და დაბრკოლებებს უქმნის განსაკუთრებით გარეუბნებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელსაც ქალაქში გადასაადგილებლად ტრანსპორტი ესაჭიროება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი