ახალი ამბები

საკონკურსო კომისიამ ცესკოს წევრობის 5 კანდიდატი შეარჩია

9 ივლისი, 2021 •
საკონკურსო კომისიამ ცესკოს წევრობის 5 კანდიდატი შეარჩია

საკონკურსო კომისიამ ცესკოს წევრობის 5 კანდიდატი შეარჩია. ცესკოს წევრობაზე განაცხადი სულ 17 ადამიანს ჰქონდა შეტანალი, გასაუბრების შემდეგ კი კომისიამ წევრობის კანდიდატებად: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია შეარჩია.

საკონკურსო კომისიაში არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შედიან. როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, შერჩეული 5 კანდიდატიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს თამარ სართანიას, ანა მიქელაძესა და ლელა ტალიაურს.

საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომლები – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია. თუმცა მათთვის მხარი არასამთავრობო ორგანიზიცაიების წარმომადგენლებს არ დაუჭერიათ.

ახლა პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, წარუდგენს თუ არა კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტს.

ცესკოს ახალ თავმჯდომარეს 5 წლით მხოლოდ “ოცნება” ვეღარ აირჩევს

მასალების გადაბეჭდვის წესი