ახალი ამბები

გორის საკრებულოს წევრი მანქანის დაწვის ბრალდებით დააკავეს

9 ივლისი, 2021 • 938
გორის საკრებულოს წევრი მანქანის დაწვის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის საკრებულოს წევრი “ევროპული საქართველოდან” კახა ბურჯანაძე ავტომობილის დაწვის ფაქტზე დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს ქალაქ გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდგომ ავტომობილს, ამავე ავტომობილის მფლობელთან მ.კ – სთან არსებული უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლი წაუკიდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჯანაძის ადვოკატი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ დაკავებულმა თავისი ნებით დაწვა ავტომობილი, რომელიც მის მიერვე იყო შეძენილი და ამდენად, არ ეთანხმება გამოძიების დაწყებას 187-ე მუხლით, რომელიც მათ შორის გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რადგან, ადვოკატის თქმით, ავტომობილი იყო დაკავებულის საკუთრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი