ახალი ამბები

ციციშვილის კლინიკაში 3 კოვიდინციფირებული ჩვილი მართვით სუნთქვაზეა

8 ივლისი, 2021 •
ციციშვილის კლინიკაში 3 კოვიდინციფირებული ჩვილი მართვით სუნთქვაზეა

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში სამი კოვიდდადასტურებული ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ამბობს, რომ ორი ბავშვი 2 თვის ასაკისაა, ერთი კი 2 კვირის ახალშობილია.

კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი 2 თვის ჩვილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთიდან გადმოიყვანეს:

“მათ შორის ერთი ბავშვი აფხაზეთიდან გადმოყვანილია და მძიმეა, რადგან აფხაზეთში ძირითადად ე.წ. “დელტა” შტამი ცირკულირებს, ეჭვი გამიჩნდა, რომ საჭირო იყო ამ ბავშვის გმაოკვლევა სიმძიმიდან გამომდინარე”, – ამბობს ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, 3 ბავშვიდან ერთი კლინიკაში 29 ივნისს შეიყვანეს, ორი მათგანი კი- პირველ ივლისს. ამ დროისთვის უცნობია, კორონავირუსის რომელი შტამით არიან დაავადებული მართვით სუნთქვაზე მყოფი ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი