ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გერმანიიდან აზერბაიჯანელების მასობრივი დეპორტაცია

24 ივნისი, 2021 • 571
გერმანიიდან აზერბაიჯანელების მასობრივი დეპორტაცია

ავტორი: გუნელ მევლუდი


ზია იბრაჰიმოვი აზერბაიჯანის მოქალაქეა. გერმანიაში ოთხი წლის წინ სამუშაოდ წავიდა. ზია იბრაჰიმოვის თქმით, ქვეყნიდან ემიგრირების გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც აზერბაიჯანში მისი პოლიტიკური წარსულის გამო, მის წინ ყველა სამსახურის კარი დაიხურა.

“1988 წლიდან პარტია ეროვნული ფრონტის წევრი ვარ, რის გამოც სამსახურის დაწყება ჩემთვის პრობლემური გახდა. 2017 წელს ნათესავმა გერმანიაში გადმოსვლა და სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობა შემომთავაზა. ხელფასი მაღალი იყო, ამიტომაც დიდი ენთუზიაზმით დავთანხმდი ცოლთან ერთად გამგზავრებას. ჩვენი შვილები დიდები არიან და ყველას თავისი ოჯახი ჰყავს”. 

ზია იბრაჰიმოვმა გერმანიის ვიზის სანაცვლოდ ახლობელს 5500 ევრო გადაუხადა. 

“ჩემი ცოლი მხოლოდ 9 თვის შემდეგ ჩამოვდა, იქამდე ვიზაზე უარს ეუბნებოდნენ.  ორივე არალეგალურად ვმუშაობდით, თუმცა იმდენს გამოვიმუშავებდით, რომ ბინის ქირა გვეხადა. გარკვეული დროის შემდეგ პოლიციამ დაგვაკავა. პოლიტიკური თავშესაფარს ვითხოვდით, თუმცა, არ მოგვცეს. საბოლოოდ, სასამართლომ ჩვენი ქვეყნიდან აზერბაიჯანში დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო”. 

თვითმფრინავი გერმანიაში დააბრუნეს 

2021 წლის ივნისის შუა რიცხვებში ზია იბრაჰიმოვი და მისი ცოლი ჩარტერული რეისიდან, რომელიც ბაქოში 80-მდე აზერბაიჯანელი დეპორტირებულთან ერთად უნდა გაფრენილიყო, უკან, გერმანიაში დააბრუნეს. 

“თვითმფრინავი აფრინდა, უსაფრთხოების ქამრების მოხსნას ვაპირებდით უკვე, როცა გამოაცხადეს, რომ ტექნიკური გაუმართაობის გამო თვითმფრინავი იძულებულია უკან დაბრუნდეს. ჩამოგვსვეს და გვითხრეს რომ სხვა რეისს უნდა დაველოდოთ”. 

სხვა რეისი იმ დღეს აღარ ყოფილა. რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციამ ყველა სახლებში დააბრუნა გაფრთხილებით, რომ დეპორტაცია მაინც “გარდაუვალია”. 

უკანასკნელ დღეებში აზერბაიჯანულ პრესაში აზერბაიჯანელების გერმანიიდან მასობრივი დეპორატაციის შესახებ ახალი ამბები გავრცელდა. გერმანიაში ბაზირებული “მიგრაციის ცენტრის” დირექტორის, ალოვსატ ალიევის განმარტებით, დეპორტირებულთა სიაში აღმოჩნდა ათეულობით მიგრანტი, რომლებიც გერმანიაში არალეგალურად იმყოფებოდნენ.

აზერბაიჯანელთა ევროპულ ქვეყნებში მასობრივი ემიგრაცია 2013 წელს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. სწორედ ამ წელს ქვეყნის ოპოზიციური ძალები ალიევის კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რამდენადაც მესამე ვადით არჩევისთვის მან რეფერენდუმი ჩაატარა და საკონსტიტუციო ცვლილებები გაატარა. 2013 წლამდე ქვეყნის კონსტიტუციაში ეწერა, რომ პრეზიდენტი მხოლოდ ორჯერ შეიძლება იყოს არჩეული. 

მას შემდეგ, რაც ალიევი 2013 წელს მესამედ აირჩიეს, ქვეყანაში მის მოწინააღმდეგეთა დევნა და მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო. აპატიმრებდნენ ოპოზიციონერთა ნათესავებსა და ოჯახის წევრებს. საერთაშორისო ორგანიზაციების სიები აზერბაიჯანელ პოლიტიპატიმართა შესახებ უფრო გრძელი გახდა, ვიდრე წინა წლებში. ხელისუფლებამ დახურა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და მედია, მათ შორის რადიოთავისუფლების ბაქოს ოფისი და meydan.tv. ამ დროს ქვეყანა დატოვეს უფლებადამცვლელებმა, ჟურნალისტებმა, კულტურის და ხელოვნების სფეროში მომუშავე ადამიანებმა.

პოლიტიკური მიგრაციის ტალღაში სხვა ტალღაც მოჰყვა. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ეკონომიკური პრობლემებისა და უკეთესი მომავალის გამო ტოვებდნენ. თუმცა, რამდენდაც ევროპული ქვეყნები უარს ამბობენ თავშესაფრის მინიჭებაზე ეკონომიკური მიგრანტებისთვის, ეს ადამიანები ცდილობდნენ საკუთარი ისტორიისთვის “პოლიტიკური ელფერი” მიეცათ. შესაბამისად, მასობრივად იღებდნენ ოპოზიციური პარტიების წევრობის გაყალბებულ ცნობებს, ყიდულობდნენ მეტ- ნაკლებად ცნობილი პირების რეკომენდაციებს, ვისაც ევროპული ორგანიზაციები უტყუარ წყაროებად მიიჩნევდნენ. 

ოპოზიციური პარტია გასცემდა ყალბ საწევრო ბარათებს?

ორი წლის წინ გერმანიის პოლიციამ გახსნა სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანელ ემიგრანტებთან დაკავშირებით, ვინც ათეულობით ათასი ევროს სანაცვლოდ გასცემდნა ცრუ მოწმომებს რითაც გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვნდნენ.

აღნიშნული საქმის გამოძიება გერმანულ პრესაში გერმანიაში მცხოვრები რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნლისტის  იაფაზ აკრმოღლუს სტატიის შემდეგ დაიწყო. სტატიის ავტორმა არალეგალი მიგრანტების გერმანიაში ჩამოყვანის, ფულის გათეთრების სქემები და თაღლითების მხრიდან მიგრანტების მიმართ სასტიკად მოპყრობის ფაქტები წარმოაფგინა. ყველზე უცნაური ის იყო რომ ეჭვმიტანილთა სიაში ოპოზიციური პარტია “მუსავატის” ცნობილი სახეები მოხვდნენ.

“იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ თაღლითობის სქემით გერმანიაში ჩამოვიდნენ, ამ დრომდე ვერ მიიღეს დევნილის სტატუსი. ქვეყნიდან გაძევების გადაწვეტილების შემდეგ ზოგიერთმა მათგანმა ვენები გადაიჭრა. მაგალითად, გოგონა, რომელიც ფსიქიატრიულში მოხვდა, როდესაც თვალწინ დედა დააკავეს, თავად კი ვენები გადაიჭრა”, – ჰყვება აკრამოღლუ. 

ყველა ელის საკუთარ განაჩენს

“ახლა უბრალოდ ვზივართ ხაიმში და დეპორტაციის ველოდებით. გვითხრეს, რომ შემდეგი რეისი რამდენიმე კვირაში იქნება.

როდესაც დეპორატიისთვის მოვყავდით, ჩემმა ცოლმა გონება დაკარგა, მაგრამ ორმა პოლიციელმა ქალმა ის საკაცით თვითმფრინავში შემოიყვანა. იყვნენ ისეთებიც, ვინც გაქცევა სცადა. დაე, დამაბრუნონ აზერბაიჯანში, ყველაზე ცუდ სიტუაციაში მცემენ ან ციხეში ჩამსვამენ. ბავშვები დიდები არიან, მე საკმარისად ვიცხოვრე, რაც იქნება, იქნება”, – ამბობს ზია იბრაჰიმოვი. 

იბრაგიმოვთან ერთად დეპორტაცია გერმანიიდან ამჟამად 100-მდე აზერბაიჯანელს ემუქრება. 

ყოფილი პოლიტპატიმრის, აფგან მუხთარლის თქმით, რომელიც ასევე გერმანიაში ცხოვრობს ამჟამად, ამბობს რომ აზერბაიანიდან გერმანიაში ამჟამად რამდენიმე ათასი არალეგალი მიგრანტი ცხოვრობს.

“ორი რეისის დეპორტაციის შემდეგ, აზერბაიჯანში ასზე მეტი მიგრანტი დაბრუნდა. ამჟამად, ჩემი ინფორმაციით, რომელსაც პირადად მათგან ვიღებ, პოლიცია ევროპიდან დეპორტირებულებს დაკითხვებზე ატარებს, დევნის, უთვალთვალებს.

მე უფლება მივიღე გერმანიის სასამართლოში და სხვა უწყებებში მათი წარმომადგენელი ვიყო, ვისაც გაძევება ემუქრება”, – ამბობს მუხთარლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი