ახალი ამბები

რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა — გზა დაკეტილია

7 ივლისი, 2021 •
რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა — გზა დაკეტილია

სოფელ ხუნევში, რიკოთის მონაკვეთზე, მეოთხე გვირაბთან მიწის მასა ჩამოწვა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, “ამ წუთებში გზა გაწმენდილია, თუმცა არსებობს მიწის ჩამოშლის საფრთხე. უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გზა გადაკეტილია და მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები”

ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთისკენ გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ზესტაფონი- საჩხერე-ჭიათურის მიმართულებით.

რიკოთის მონაკვეთზე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს.

ფოტო გარეკანზე: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი