ახალი ამბები

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს

6 ივლისი, 2021 • 1327
რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს.

როგორც “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, მაჩალიკაშვილი პოლიციელებს მიჰყავთ. თუმცა უცნობია, პოლიციელებს დასაკავებლად მიჰყავდათ თუ ტერიტორიიდან განსარიდებლად.

ნეტგაზეთი ინფორმაციის გადამოწმებას შსს-სთან ცდილობს.

როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე წერს, რომელიც მაჩალიკაშვილის საქმეში მისი ინტერესების დამცველია, ამ დროისთვის მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

“ვრცელდება კადრები და ინფორმაცია, რომ პოლიციამ ბატონი ვახა მაჩალიკაშვილი დააკავა. პოლიციაში ვრეკავთ და ინფორმაცია არ აქვთ. ტელეფონი გათიშული აქვს და ოჯახის წევრებმაც არაფერი იციან.

ვისაც გაქვთ რაიმე დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ, მოგვწეროთ. იმედია, შინაგან საქმეთა სამინისტრო  ოფიციალურ განმარტებას დროულად გააკეთებს”, – წერს თამთა მიქელაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი