ახალი ამბები

“ძალადობრივი ჯგუფები ჩვენს ოპერატორსა და ჟურნალისტს თავს დაესხნენ” – ფორმულა

6 ივლისი, 2021 • 812
“ძალადობრივი ჯგუფები ჩვენს ოპერატორსა და ჟურნალისტს თავს დაესხნენ” – ფორმულა

“ფორმულას” ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მათ გადამღებ ჯგუფს მოძალადეები დაუპირისპირდნენ.

მათივე ცნობით, ინციდენტის დროს ოპერატორს ზურგჩანთა ჩამოგლიჯეს, რომელშიც პირდაპირი ჩართვის აპარატი იყო, ცდილობდნენ კაბელი გადაეჭრათ, რათა პირდაპირი ეთერი შეწყვეტილიყო. მათივე ცნობით, პოლიციამ “ფორმულას” გადამღები ჯგუფი ადგილიდან მალევე განარიდა.

ამ დროისთვის პარლამენტთან მდუმარე აქცია იმართება, რომლის წევრებიც გუშინ, 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს აპროტესტებენ. გუშინ ძალადობრივი აქციის გამო თბილისი პრაიდმა “ღირსების მარშის” გამართვა ვერ მოახერხა. რუსთაველზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს.

ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰომოფობიური აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები, რომელთა შორის მართლმადიდებელი მღვდლებიც არიან, დღესაც შეიკრიბნენ და ახლა ამ აქციის ჩაშლას ცდილობენ.

ორი აქციის მონაწილეებს შორის პოლიციას კორდონები აქვს გაკეთებული. ძალადობრივი, ჰომოფობიური აქციის მონაწილეები პერიოდულად ცდილობენ ძალით პოლიციის კორდონის გარღვევას, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი