ახალი ამბებირეკლამა

ტოიოტა ლენდ კრუიზერ 300 – ახალი ისტორიის დასაწყისი

6 ივლისი, 2021 • 2009
ტოიოტა ლენდ კრუიზერ 300 – ახალი ისტორიის დასაწყისი

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, 29-30 ივნისს, ტოიოტა კავკასიამ (TCA) ჟურნალისტებს ახალი  Land Cruiser 300 წარუდგინა და ავტომობილის პერსონალურად გამოცდის საშუალებაც მისცა.  

როგორც ტოიოტაში აცხადებენ, ახალ მოდელში განხორცილებულ ცვლილებებისას ძირითადი აქცენტი კომფორტსა და უსაფრთხოებაზე გაკეთდა და შესაბამისად LC 300 ისეთივე კომფორტულია საფარიან გზაზე, როგორც უგზობიის ყველაზე რთულ პირობებში გადაადგილებისას.

Toyota Land Cruiser საავტომობილო ლეგენდის სტატუსს ღირსეულად ატარებს. უკვე 70 წელია ლენდ კრუიზერი  მისი მფლობელებისთვის საიმედო პარტნიორია და ამ დროის მანძილზე 10 მილიონზე მეტ გაყიდულ ერთეულს ითვლის  170 ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით. 

Land Cruiser 300 არის პირველი ახალი Land Cruiser SW (უნივერსალი) 2007 წლის, LC 200– ის გამოსვლის შემდეგ და იკავებს ახალი ფლაგმანის ადგილს  SUV კატეგორიაში.  ამ მოდელში განხორციელებული ცვლილებები უპრეცედენტოა.

Toyota ამაყობს იმით, რომ  Land Cruiser არის ავტომობილი, რომელიც „ნებისმიერ ადგილას წავა და შინ უსაფრთხოდ და მშვიდად დაგაბრუნებს“.

ახალ ლენდ კრუიზერ 300-ში, კიდევ უფრო გაძლიერებულია მისთვის დამახასიათებელი ტოიოტას ხარისხი, გამძლეობა და სანდოობა (QDR) და გაუმჯობესებულია მართვადობა უგზოობის პირობებსა და გზატკეცილზე, რათა ნებისმიერი მარშრუტის არჩევისას  მძღოლებმა შეძლონ მგზავრობა მარტივად და კომფორტულად.

ნინო გაგუა „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების ხელმძღვანელი:

მოხარულები ვართ, რომ პანდემიის რთული გამოწვევების მიუხედავად, „ტოიოტამ“ შეძლო შემოეთავაზებინა ისეთი სიახლე, როგორიც Toyota Land Cruiser 300-ია. ამ მოდელის გამოსვლას დიდი ინტერესით ელოდნენ როგორც მსოფლიოშიისე საქართველოში. „ლენდ კრუიზერის“ ეს ვერსია ბევრად დახვეწილია ვიდრე მისი წინამორბედი –  თუკი LC 200 უფრო მასიური იყო ფორმითა და ზომით, რაც მის აგრესიულობას უსვამდა ხაზს, ახალ მოდელს უფრო დახვეწილი ფორმები და სტილი აქვს.

დიდი აქცენტი გაკეთდა ყველა იმ დეტალზე, რომლებიც ავტომობილის  გარეგნულ იერსასახეს ქმნის და ამასთან, მგზავრთა უსაფრთოებაზეა პასუხისმგებელი. ახალ მოდელში ბევრად დახვეწილია როგორც მთლიანად სალონი, ისე სიჩქარის გადამრთველი და ღილაკებიც კი. მოდერნიზდა ავტომობილის გარეგნული შტრიხებიც, რაც საერთო ჯამში აღარ ქმნის აგრესიული ყველგანმავლის იმიჯს.

თუკი ადრე ვამბობდით, რომ Land Cruiser- უგზოობაში არ ჰყავდა ბადალი, ახლა ვამტკიცებთ რომ ის ამ ყველაფერთან ერთად კომფორტის მხრივაც უკონკურენტოა“.

LC 300-ში Toyota-მ პირველად გამოიყენა TNGA (Toyota New Global Architecture) პლატფორმის ახალი სახე, რომელიც სპეციალურად ჩარჩოიანი ავტომობილისთვისაა შექმნილი. GA-F პლატფორმა ინარჩუნებს უგზოობაში  გამავლობის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, რასაც ემატება ახალი უპირატესობები: კორპუსის გაზრდილი სიმტკიცე და დინამიური ბალანსი. ამ ყველაფერთან ერთად, დაიწია ავტომობილის სიმძიმის ცენტრმა, გაუმჯობესდა უსაფრთხოების სისტემები და შეიცვალა ავტომობილის ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი. 

Toyota Land Cruiser 300

ავტომობილის ჩარჩო განახლდა წონის დაზოგვისა და  სიმტკიცის გასაუმჯობესებლად. საერთო ჯამში ახალი Land Cruiser 200 კგ-ით უფრო მსუბუქია, ვიდრე მისი წინამორბედი. ავტომობილი აღჭურვილია მსოფლიოში პირველი ელექტრონულ-კინეტიკური დინამიური დაკიდების სისტემის (E-KDSS), რაც თვლების ვერტიკალური სვლის ოპტიმალური დიაპაზონის მიღწევის საშუალებას იძლევა, ხოლო საბურავებს კიდევ უფრო კარგი  მოჭიდება აქვს გზის უხეშ საფარზე. 

ახალი LC300 არის ასევე პირველი Toyota, რომელიც აღჭურვილია 3D Multi-Terrain Monitor-ით, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლს რეალურ დროში ადევნოს თვალი გზის ზედაპირს და წინა თვლების პოზიციას. Multi-Terrain Select სისტემა ავტომატურად აფასებს გზის ზედაპირის ხარისხს და რთავს მართვის ყველაზე შესაბამის რეჟიმს.

მოძრაობის დინამიკისა და მართვადობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს ახალი V6 ორ ტურბინიანი  – 3.5 ლიტრი მოცულობის მქონე ბენზინის და 3.3 ლიტრი მოცულობის მქონე დიზელის ძრავები. ორივე ძრავა ხელმისაწვდომია ახალი 10 – საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რომელიც ხელს უწყობს საწვავის მოხმარების  და CO2– ის ემისიის შემცირებას დაახლოებით 10% –ით, წინა თაობის მოდელთან შედარებით.

ინჟინერიის მიღწევებს ეხამება ახალი დიზაინი, რომელიც შეესაბამება მოდელის მემკვიდრეობასა და სტატუსს და ამავდროულად გამოხატავს ახალ კონცეფციას – “ფუნქციონალური სილამაზე”.  Land Cruiser- ის ძლიერი, სუფთა ხაზები ახდენს  ყველგანმავალის  სიძლიერის და   დახვეწილობის დემონსტრირებას. 

თეა მანჯავიძე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ და „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ მარკეტინგის მენეჯერი:

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ Land Cruiser 300 ნებისმიერი სეგმენტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს არის კომფორტული, ელეგანტური და ამავდროულად ძლიერი. 

 საქართველოში Land Cruiser-ზე მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია და ვფიქრობთ, არც ეს მოდელი იქნება გამონაკლისი.  მომხმარებელს საშუალება ექნება, გაიაროს ტესტ დრაივი და თავად გამოსცადოს ამ ავტომობილის უსაზღვრო შესაძლებლობები.

აქვე გეტყვით, რომ კვლავ ძალაშია თრეიდ-ინ სერვისი ანუ მომხმარებელს საშუალება აქვს ჩააბაროს „ტოიოტას“ მარკის ნებისმიერი ავტომობილი და სხვაობის დაფარვით შეიძინოს ახალი მოდელი, მათ შორის LC 300. უახლესი მოდელის შეძენა შესაძლებელია როგორც სრული ღირებულების დაფარვით,  ისე ლიზინგით ან საბანკო განვადებით“.

ახალი ლენდ კრუიზერის სალონი აღჭურვილია მაღალი დონის სენსორული მოწყობილობებით, რომლის საშუალებითაც მძღოლსა და მგზავრს შეუძლიათ კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, მიუხედავად იმისა, რამდენად უხეშია გზა.

უსაფრთხოების მხრივ მიღწეულია მნიშვნელოვანი წარმატებები, დაწყებული ავტომობილის კონსტრუქციის  სიმტკიციდან და რთული მოძრაობის პირობებისთვის ადაპტირებული უსაფრთხოების სისტემებიდან, დასრულებული დამატებითი და განახლებული აქტიური უსაფრთხოების და მძღოლის დამხმარე სისტემებით, რომლებიც ეფუძნება მეორე თაობის Toyota Safety Sense– ს.

გაიზარდა წინასწარი შეჯახების თავიდან არიდების სისტემის შესაძლებლობა, დაეხმაროს მძღოლს ავარიის თავიდან აცილებაში. ახალი LC300 აღჭურვილია პარკირებისას დამუხრუჭების ახალი სისტემით, რომელიც აღიქვამს დაბრკოლებებს მანქანის წინა და უკანა მხარეს, როდესაც იგი ნელი სვლით მოძრაობს ავტოსადგომზე და უახლოვდება სხვა ავტომობილებსა თუ  ფეხით მოსიარულეებს.

ტოიოტაში თვლიან, რომ ლენდ კრუიზერ 300 ღირსეულად აგრძელებს საამაყო მემკვიდრეობას და ეს ავტომობილი ახალი ისტორიის დასწყისია.

ახალი ლენდ კრუიზერ 300-ის შეძენა შესაძლებელია ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან:

ტოიოტა ცენტრი თბილისი, ტოიოტა ცენტრი თეგეტა და ტოიოტა ცენტრი ბათუმი.

თუ გსურთ საკუთარ თავზე გამოსცადოთ LC 300-ის ყველა უპირატესობა, ჩაეწერეთ ტესტ დრაივზე ონლაინ.

მასალების გადაბეჭდვის წესი