ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს 5 ივლისს თვალები დაუზიანეს

6 ივლისი, 2021 • 1351
საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს 5 ივლისს თვალები დაუზიანეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორ ილია თვალიაშვილს 5 ივლისს საპატრიარქოს მიერ მობილიზებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა თვალები დაუზიანეს.

ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ილია თვალიაშვილს ერთ თვალში დაზიანებები აღენიშნება, ის დამატებით გამოკვლევებს ელოდება.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინვე მიმართეს ოფიციალურად.


5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმოდნენ მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები.

თავს დაესხნენ, სულ მცირე, მედიის 50-მდე წარმომადგენელს. ასევე ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუმტვრიეს ტექნიკაც. ჯერჯერობით არავინაა დაკავებული სისხლის სამართლის მუხლით, 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

ვრცლად ასევე წაიკითხეთ:

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი