ახალი ამბები

ძალადობრივ აქციაზე თავს 40-ზე მეტ ჟურნალისტს დაესხნენ

5 ივლისი, 2021 • 1777
ძალადობრივ აქციაზე თავს 40-ზე მეტ ჟურნალისტს დაესხნენ

თბილისში, ჰომოფობური ჯგუფების ძალადობრივ აქციაზე, თავს დაესხნენ მედიის 40-ზე მეტ წარმოამდგენელს. მათ შორის არიან ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები.

დაშავებული ჟურნალისტების ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. დაზიანებულია ტელევიზიების და ონლაინ გამოცემების ტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში, სულ მცირე, მედიის 8 წარმომადგენელია გადაყვანილი.

კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალის” გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, “ნიუ ჰოსპიტალში” მედიის 4 წარმომადგენელი შეიყვანეს, მათ შორის ერთს ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს და ოპერაცია უტარდება.

“აქციიდან ოთხი პირია მოყვანილი, მათგან ერთ ადამიანს დასჭირდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, გაეწია დახმარება და წასულია უკვე კლინიკიდან. ერთი მათგანი იყო თავის ტრავმით, ცხვირის მოტეხილობით. საოპერაციოშია აყვანილი, სჭირდება ქირურგიული ჩარევა. სამი პაციენტი ამჟამად კვლევის სტადიაშია”, — განაცხადა ბერიაშვილმა.

მისი თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

“მედიაჩეკერის” ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ:

  1. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თორნიკე მანდარია
  2. “რადიო თავისუფლების” რეპორტიორი დათო ქორიძე
  3. “რუსთავი 2-ის” ოპერატორი შოთა სიკინჭალაშვილი
  4. “ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა
  5. ​On.ge-ს ჟურნალსიტი თამთა კახაბერიძე
  6. “ფორმულას” ჟურნალისტი რატი წვერავა
  7. “მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი
  8. “მთავარი არხის” ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე
  9. “მთავარი არხის”ჟურნალისტი ნინო გაზდელიანი
  10. “მთავარი არხის” ჟურნალისტი დათუნა ახალაძე
  11. “მთავარი არხის” ჟურნალისტი ანრი ჯოხარიძე
  12. “მთავარი არხის” ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი
  13. “მთავარი არხის” ჟურნალისტი თორნიკე ბარნაბიშვილი
  14. “ფორმულას” ჟურნალისტი გუგა დვალიშვილი
  15. “ტაბულას” ჟურნალისტი მაკო ჯაბუა
  16. “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ლუკა პერტაია
  17. ​პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი
  18. ​აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი
  19. “პალიტრანიუსის” ოპერატორი რომა ტარუღიშვილი
  20. “გურიანიუსის” ჟურნალისტი მერაბ ცაავა
  21. “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი მარიამ ქუმსიშვილი
  22. “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე
  23. “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი გიორგი პერტია
  24. “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა
  25. “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი ზურა მანაგაძე
  26. “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი ბექა ათაბეგაშვილი
  27. “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი ​​ნიკოლოზ ურუშაძე
  28. “ტვ პირველის” ჟურნალისტი გუგა მაისურაძე
  29. “ფორმულას” ჟურნლისტი ლუკა ხაჩიძე
  30. “ფორმულას” ოპერატორი ნიკოლოზ ქალიაშვილი
  31. „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორი გიორგი ნიკოლიშვილი
  32. “იმედის” ჟურნალისტი დიმიტრი ყირიმნიშვილი
  33. “იმედის” ოპერატორი შოთა კირვალიშვილი
  34. “ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი გაბუნია
  35. “ფორმულას” ოპერატორი ლექსო ხომასურიძე
  36. “ტვ პირველის” ოპერატორი ლევან ბრეგვაძე
  37. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული
  38. “ფორმულას” ფოტოგრაფი ვახო ქარელი
  39. “ფორმულას” ოპერატორი ზაზა კაპანაძე
  40. “ფორმულას” ოპერატორი გიორგი მაისაშვილი
  41. “ფორმულას” ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი
  42. “ნიუპოსტის” ჟურნალისტი ზურა ცერცვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი