ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევა განხორციელდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც “ნეტგაზეთს” უწყებიდან აცნობეს, გამოძიება 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებასა და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
“სინოფარმის” ახალი დოზებზე რეგისტრაცია 3 ივლისის 12:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა იმუნიზაციის პორტალი booking.mov.gov.ge, რომლის მეშვეობითაც მოქალაქემ შესაბამისი დოზა უნდა დაჯავშნოს, არ მუშაობს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამის მიზეზი “მასირებული კიბერშეტევაა”. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს.
