ახალი ამბები

შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე გადადგა

2 ივლისი, 2021 • 1766
შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე გადადგა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე გადადგა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. დამატებით დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

თავდაპირველად გადადგომის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა. 

ვლადიმერ ბორცვაძე მინისტრის მოადგილე 2019 წლის თებერვლიდან იყო. ის ამ თანამდებობაზე გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდში დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი