ახალი ამბები

ქალი ამბობს, რომ მოძალადისგან თავს იცავდა — მას მკვლელობისთვის 9 წლამდე მიუსაჯეს

2 ივლისი, 2021 • 1333
ქალი ამბობს, რომ მოძალადისგან თავს იცავდა — მას მკვლელობისთვის 9 წლამდე მიუსაჯეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მკვლელობისთვის დაკავებულ 39 წლის ქალს 8 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

მსჯავრდადებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს არ ყოფილა განზრახ მკვლელობა და ხალილა ხუბანოვა მოძალადისგან თავს იცავდა. მათ თელავის რაიონულ სასამართლოსთან აქცია გამართეს.

“ჯერჯერობით, დასაბუთებული განაჩენი არ ჩაგვბარებია, თუ რატომ არ უნდა მიეჩნია სასამართლოს ჩვენი არგუმენტები უფრო სანდოდ და რატომ დატოვა განზრახ მკვლელობის მუხლი. სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები, რომ ხაილა ხუბანოვა მკვლელობის დროს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას და განაჩენს სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ”, — განუცხადა ხუბანოვას ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა “მთავარ არხს”.

ხაილა ხუბანოვა გასული წლის ოქტომბერში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფერმაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა თანასოფლელი, 1984 წელს დაბადებული ი.. შსს-მ თქვა, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა, თუმცა ხაილა ხუბანოვა სამართლებრივი ბრძოლას აგრძელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი