ახალი ამბები

აშშ-ის კონგრესის წევრმა, ილჰან ომარმა „თბილისი პრაიდს“ სოლიდარობა გამოუცხადა

30 ივნისი, 2021 • 1415
აშშ-ის კონგრესის წევრმა, ილჰან ომარმა „თბილისი პრაიდს“ სოლიდარობა გამოუცხადა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა მინესოტის შტატიდან, ილჰან ომარმა „ტვიტერში“ „თბილისში, საქართველოში თანასწორობისთვის ყველა მებრძოლს“ სოლიდარობა გამოუცხადა.

ომარმა ამ კომენტარით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა. 17 ივნისს კობახიძემ თქვა, რომ მისი აზრით, „თბილისის პრაიდის“ ჩატარებას უარი უნდა ეთქვას.

1-5 ივლისს „თბილისი პრაიდი“ პრაიდის კვირეულს გამართავს, 5 ივლისს კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვირეულის ფარგლებში „ღირსების მარში“ გაიმართება. ჰომოფობიური ჯგუფები „პრაიდის“ ჩაშლით იმუქრებიან.

ლგბტქ+ თემის წევრები მიიჩნევენ, რომ მიუღებელია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომლის მიხედვითაც ლგბტ თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ივლისში დაგეგმილი „ღირსების მარში“ არ უნდა ჩაატარონ.

მათთვის ეს ერთადერთ რამეზე მიანიშნებს: სახელმწიფო ისევ არ არის მზად, თანაბრად უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზება ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის. გარდა ამისა, მმართველი გუნდის ლიდერის ეს დამოკიდებულება მათთვის ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფების წახალისებად აღიქმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი