ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

EU-მა სომხეთი და აზერბაიჯანი კოვიდ-უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

30 ივნისი, 2021 • 5396
EU-მა სომხეთი და აზერბაიჯანი კოვიდ-უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ევროკავშირმა განაახლა ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო მესამე ქვეყნების სია, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ ევროკავშირისა და შენგენის წევრ ქვეყნებში შეზღუდვების გარეშე იმოგზაურონ.

ევროკავშირის საბჭო უსაფრთხო მესამე ქვეყნების სიას 2 კვირაში ერთხელ ანახლებს. 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სიას შემდეგი 11 ქვეყანა დაემატა:

  • სომხეთი
  • აზერბაიჯანი
  • ბოსნია და ჰერცოგოვინა
  • ბრუნეი
  • კანადა
  • იორდანია
  • კოსოვო
  • მოლდოვა
  • მონტენეგრო
  • კატარი
  • საუდის არაბეთი

schengenvisainfo-ს ცნობით, 11-ივე ქვეყანას კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი უფიქსირდება.

worldometers-ის მონაცემებით, სომხეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 128 შემთხვევა დაფიქსირდა და არავინ გარდაცვლილა, ხოლო აზერბაიჯანში 86 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ევროკავშირმა საქართველო ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნების სიიდან გასული წლის ოქტომბერში ამოიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი