ახალი ამბები

“კორონავირუსი 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა” – გამყრელიძე

29 ივნისი, 2021 • 2822
“კორონავირუსი 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსი საქართველოში შემოსულ 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა.

NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, მათ ნაწილს ვირუსი ქვეყანაში ყოფნისას დაუდგინდა:

“ტურისტებში ჩვენ დაახლოებით 400-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ინფექციის შემოტანის და შემდეგ მათი იზოლაციის. ზოგს ადგილზე დაუდასტურდა, ზოგს- ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ” ,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი არ აკონკრეტებს, თუ ვირუსის რომელი შტამით იყვნენ ტურისტები ინფიცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი