სამეგრელოში ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა სასამართლომ 26 ივნისს მიიღო.
ორივე მათგანი სამართალდამცავებმა 25 ივნისს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
ბრალდებულთა დაკავებიდან მცირე ხნის შემდეგ, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მდებარე მათი სახლი დაწვეს.
სამეგრელოში ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულების სახლი დაწვეს – მედია




