სამეგრელოში ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულების სახლი დაწვეს. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანიებმა „მთავარმა“ და „ტვ პირველმა“ გაავრცელეს.

სამართალდამცველებმა ორი პირი დღეს დილით დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ბავშვის გაუპატიურება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

ნეტგაზეთი შსს-დან დამატებით ინფორმაციას ელოდება.

[მასალა განახლდება]

კადრი © ტვ პირველი