ახალი ამბები

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ექიმების 21%-ს აქვს გაკეთებული

25 ივნისი, 2021 • 873
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ექიმების 21%-ს აქვს გაკეთებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უშუალოდ ექიმების 21%-ია აცრილი. ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ამ რიცხვში მხოლოდ ექიმები იგულისხმებიან და არა, ზოგადად, სამედიცინო პერსონალი.

თუმცა NCDC-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კორონავირუსი საქართველოში სამედიცინო პერსონალის 33-მა პროცენტმა გადაიტანა და იმედი აქვს, ისინიც ჩაიტარებენ იმუნიზაციას ინფიცირებიდან შესაბამისი დროის გასვლის შემდეგ:

“ქვეყანაში აცრილია ექიმების, და არა სამედიცინო პერსონალის, 21%. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ აიცრნენ ისინი, ვისაც კორონავირუსის გადატანიდან შესაბამისი დრო არ გასვლია. მოგეხსენებათ, 33% გვყავს დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალის და ინფიცირებიდან 120 დღე უნდა გავიდეს, რომ ისინი აიცრან. მე დიდი იმედი მაქვს, ყველა მათგანი აიცრება. ასევე იცით, რომ სერიოზული დანაკლისი გვქონდა, დაახლოებით 100-ზე მეტი ჩვენი კოლეგა დაიღუპა”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი