ახალი ამბები

გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, “ფაიზერით” 16-17 წლის მოზარდებიც აცრან

25 ივნისი, 2021 • 1063
გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, “ფაიზერით” 16-17 წლის მოზარდებიც აცრან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ “ფაიზერის” წარმოების ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, ზელმისაწვდომი 16-17 წლის მოზარდებისთვისაც იყოს.

ამასთან, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველო დაელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, თუმცა აღნიშნავს, რომ რიგ ქვეყნებში აღნიშნული ვაქცინით უკვე იცრებიან 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდები. შესაბამისად, NCDC-ის დირექტორის თქმით, თუ ქვეყანაში ფაიზერის საკმარისი დოზები იქნება, ამ მიმართულებითაც იფიქრებენ:

“ჩვენ ვგეგმავთ, სამეცნიერო საბჭოს წინაშე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ 16-17 წლის მოზარდები ავცრათ ფაიზერით. მოგეხსნებათ, რამდენიმე ქვეყანამ “ფაიზერით” აცრა დაიწყო 12 წლიდან და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, გვექნება საკმარისი დოზები და შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ეს ჯგუფებიც ავცრათ. რა თქმა უნდა, დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ამ თვალსაზრისით”, — აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამჟამად საქართველოში არსებული ვაქცინები მხოლოდ 18 წელს ზემოთ პირებისთვისაა დაშვებული. გამონაკლისია “ასტრაზენეკა”, რომლიტაც იმუნიზაცია მხოლოდ 45 წელს ზემოთ პირებს უტარდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი