ახალი ამბები

“ეპიდვითარების სტაბილიზაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს” — გამყრელიძე

25 ივნისი, 2021 • 777
“ეპიდვითარების სტაბილიზაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს” — გამყრელიძე

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევები, მათ შორის, გარდაცვალების მაჩვენებელიც შედარებით ნელი ტემპებით მცირდება, ვიდრე ეს დეკემბერ-იანვრის ტალღის შემთხვევაში მოხდა.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, გამყრელიძის თქმით, დღეს პირველად დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების ერთნიშნა მაჩვენებელი. NCDC-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გარდაცვალების მაჩვენებლი პირდაპირ კავშირშია ინფიცირებულთა რიცხვთან:

“დღეს პირველად ბოლო 2 თვის განმავლობაში დაფიქსირდა გარდაცვალების ერთნიშნა რიცხვი. პიკის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელი გარკვეული პერიოდი იზრდება ხოლმე. სტაბილიზაცია ამ ეტაპზე ნელი ტემპით მიმდინარეობს, განსხვავებით დეკემბერ-იანვრის ტალღისა, რომელიც ცოტა უფრო სწრაფი ტემპით წამოვიდა ქვემოთ, რადგან სერიოზული შეზღუდვები იყო ქვეყანაში.

ახლა შედარებით უფრო ნელა მოდის ქვემოთ. ამიტომაც, რა თქმა უნდა, სიკვდილიანობა დაკავშირებულია პირდაპირ ინფიცირებულების რიცხვთან. სამწუხაროდ, დაახლოებით ინფიცირებულებიდან 1-დან 1,5%-მდე ფატალურად მთავრდება. ამ მაჩვენებელს დაღმავალი ტენდენცია აქვს უკვე ორი კვირაა და ვფიქრობთ, თანდათან ის უნდა შემცირდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დაკავშირებულია ინფიცირებულთა რიცხვთან” ,— ამბობს ამირან გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი