ახალი ამბები

გამყრელიძის პროგნოზით, ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების 15-20% დელტა შტამზე მოდის

25 ივნისი, 2021 •
გამყრელიძის პროგნოზით, ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების 15-20% დელტა შტამზე მოდის

დაავადეაბთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე აცხადებს, რომ NCDC-ს დათვლებით, კორონავირუსის ე.წ. დელტა შტამი, რომელიც პირველად ინდოეთში დაფიქსირდა, საქართველოში უკვე შემთხვევების 15-20%-ით ცირკულირებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამჟამად შესწავლილი და დადასტრუებულია, რომ ქვეყნის მასშტაბით დომინირებს ალფა, ანუ ბრიტანეთში გავრცელებული შტამი. დელტა შტამის, ანუ ინდურის 20 შემთხვევაა დაფიქსირევული, ხოლო ბეტა, ანუ სამხრეთაფრიკული შტამის 1 შემთხვევაა დადასტურებული:

“ჩვენთან უკვე მთლიანად ჩაანაცვლა ბრიტანეთში დაფიქსირებულმა შტამმა ტრადიციული ვუჰანის შტამი და ყველა მაჩვნეებლით ის დომინირებს. გვაქვს 20 დადასტურებული შემშთხვევა დელტა, ანუ ინდოეთში დაფიქსირებული შტამის და ერთი შემთხვევა იყო სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებული შტამის შემთხვევა. ვპროგნოზირებთ, რომ ქვეყანაში შემთხვევების 15-20 პროცენტი უკვე ცირკულირებს დელტა შტამი. დანარჩენი გახლავთ ბრიტანული შტამი” ,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს მოსახლეობას, მასობრივი თავშეყრის ადგილებში, მიუხედავად შეზღუდვის მოხსნისა, მაინც ატარონ პირბადე. რაც შეეხება ვირუსის აღნიშნული შტამების მახასიათებლებს, ამირან გამყრელიძის თქმით, ალფას მსგავსად, დელტა შტამსაც ახასიათებს უფრო სწრაფი გავრცელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი