ახალი ამბები

2021 წლისთვის სკოლის მიღმა 9 200 ბავშვი დარჩა

25 ივნისი, 2021 •
2021 წლისთვის სკოლის მიღმა 9 200 ბავშვი დარჩა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მაისისთვის სკოლის მიღმა 9 200 ბავშვია დარჩენილი. საუბარია 6-დან 16 წლის ასაკის მოზარდებზე.

„2020 წელს პირველად დაიწყო სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება. მასში ჩართულ უწყებებს შორის მონაცემების გაცვლის საფუძველზე, პირველი ეტაპისთვის გამოვლინდა 6-იდან 16 წლის ასაკის სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა − 10 404 პირი. დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, 2021 წლის მაისის თვის მონაცემებით, 9 200-მდე პირია“, — წერია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტში მთავრობა ირწმუნება, რომ გრძელდება ღონისძიებები განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის:

  • უფასო ტრანსპორტირების პროგრამა;
  • სკოლის მიღმა დარჩენილ მოსწავლეთა ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებისთვის ტრანზიტული პროგრამებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური ინკლუზიის პროგრამების შეთავაზება;
  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 1,110-მდე მასწავლებლისა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა ფინანსური დახმარება;
  • მიგრანტთა, მსჯავრდებულთა და პატიმართა განათლება. აღსანიშნავია, რომ ზოგად განათლებას დისტანციური ფორმით იღებდა დაახლოებით 90-მდე ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლე;
  • თავშესაფრის მაძიებელი არასრულწლოვნებისთვის ქართული ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსის (დაასრულა 16-მა ბენეფიციარმა) შეთავაზებას. ამ მხრივ, დაგეგმილია პროგრამის გაფართოება და ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები 6-იდან 18 წლამდე თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე, ზოგადი განათლების მიღებადაქვემდებარებულ პირთათვის

მასალების გადაბეჭდვის წესი