ახალი ამბებიეკონომიკარეკლამა

მაკდონალდსის საქართველო პურ-ფუნთუშეულის სექტორში უმსხვილეს ინვესტიციას ახორციელებს

25 ივნისი, 2021 • 2263
მაკდონალდსის საქართველო პურ-ფუნთუშეულის სექტორში უმსხვილეს ინვესტიციას ახორციელებს

საქართველო ხორბლის მოხმარების რვა ათასწლიანი ისტორიით იწონებს თავს და მის სამშობლოდაც მოიაზრება. თუმცა, იმისდა მიუხედავად, რომ ხორბალი ჩვენს ქვეყანაში კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, ამ სექტორში დღემდე მრავალ პრობლემას ვაწყდებით. ამიტომაც, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის და ზოგადად, დარგის განვითარების მიზნით, მაკდონალდსი პურ-ფუნთუშეულის ახალ საწარმოს, ბრედფილდს ხსნის.

მაკდონალდს საქართველო მრავალმილიონიანი ინვესტიციებით ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. სხვა მასშტაბურ პროექტებთან ერთად, ამას ადასტურებს ბრედფილდის საწარმო, რომლის ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტის პურ-ფუნთუშეულის ბრენდი, ბრედფილდი ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს როგორც მაკდონალდსის რეგიონული ქსელისთვის, ასევე ინდივიდუალური მომხმარებლისთვის. 

ყველასათვის საყვარელი ბურგერის ფუნთუშების შეძენა მალე სუპერმარკეტებშიც იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ გემრიელი, ნამდვილი ბურგერების მომზადება და ნაცნობი გემოს მიღება მაკდონალდსის მომხმარებელს უკვე სახლშიც შეეძლება.

საწარმო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი პურ-ფუნთუშეულის სექტორში წარმოების მაღალი სტანდარტების დანერგვაში, პროფესიონალების გაზრდასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში.

საწარმოში, რომელიც საქართველოში პურის ცხობის ახალ სტანდარტებს აწესებს, დასაწყისისთვის — 30, უახლოეს მომავალში, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი 100 ადამიანი დასაქმდება.  

აღსანიშნავია ისიც, რომ მათ გადასამზადებლად მაკდონალდსმა საქართველოში ავსტრიელი ექსპერტები მოიწვია. დასაქმებულები ექსპერტების დახმარებით თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ეუფლებიან. მათ შეისწავლეს დანადგარებთან მუშაობის წესები, გაეცნენ სამუშაო პროცესსა და სტანდარტებს.

“იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ პურის მოხმარების კულტურის განვითარებას საქართველოში ვნერგავთ მაღალ სტანდარტებს — პურის ცხობის სრულყოფით ვქმნით მაღალი ხარისხის, გემრიელ პროდუქტებს უფრო მეტი ადამიანისთვის”, — აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საწარმო ერთგვარი რეგიონული ჰაბი გახდება. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად მაკდონალდსი ევროპიდან ფუნთუშების იმპორტისთვის თანხას გამოყოფდა, ახლა ეს თანხა ადგილობრივ ბაზარზე დარჩება. მათი თქმით, აღნიშნული პროცესი დიდ წვლილს შეიტანს ეკონომიკის გაჯანსაღებაში და სტაბილურობის შენარჩუნებაში. 2022 წლიდან კი ბრედფილდში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებშიც გავა.

ბრენდს მეწარმეობის და ზოგადად, ეკონომიკის გაძლიერებისთვის მრავალმხრივი გეგმა და მისია აქვს შემუშავებული.  ისინი აპირებენ, ხორბლის კულტივაციის გასაზრდელად ადგილობრივ ფერმერებს მხარი დაუჭირონ — გადაამზადონ ისინი და სპეციალურად მათთვის თანამშრომლობის პროგრამები შეიმუშაონ. გარდა ამისა, კომპანია მცირე ბიზნესების მხარდაჭერასაც გეგმავს.

ბრედფილდის მიზნებს შორის ხორბლის ენდემური ჯიშების გაცოცხლება, პოპულარიზაცია, ამ დარგში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და ცოდნის გავრცელებაა.

დარგის განვითარების მიზნით კომპანია საგანმანათლებლო პროექტებზე იმუშავებს. ამ კუთხით იგეგმება ქარხნის საგანმანათლებლო ლაბორატორიის შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, სტაჟირებისა და სასტიპენდიო პროგრამებით ახალი თაობების წახალისება. ამასთან, საწარმო უნივერსიტეტებთან მჭიდრო კომუნიკაციას გეგმავს. “ჩვენ მოვიწვევთ შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, ისინი გაივლიან სტაჟირებას და დასაქმდებიან საწარმოში, რომელიც მაკდონალდსის უმაღლესი სტანდარტით, SQMS-ითაა სერტიფიცირებული”, — აცხადებენ კომპანიაში.

SQMS-ით სერტიფიცირება ადასტურებს, რომ საწარმო აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ყველა მოთხოვნას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს როგორც საერთაშორისო, ისე მაკდონალდსის უნიკალურ სტანდარტებს.

ბრედფილდისთვის ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიების განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია. ისინი პურის ცხობას მეცნიერებას უწოდებენ და ამბობენ, რომ სიახლეებისთვის მუდმივად მზად არიან. “ჩვენს საქმიანობას ვუდგებით, როგორც მეცნიერებას, რაც საქმისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს, დარგის სიღრმისეულ ცოდნას, სიახლეების მუდმივ ძიებას და მიზანსწრაფულობას გულისხმობს. ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, პროფესიონალიზმში გამოიხატება”.

ასე რომ, სამომავლოდ ბაზარზე მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტები გამოჩნდება. როგორც ბრედფილდში გვპირდებიან, ისინი მომხმარებლებს მრავალფეროვანი სიახლეებით გაანებივრებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი