ახალი ამბები

“გირჩი — მეტი თავისუფლება” პანდემიისას გადახდილი ჯარიმების დაბრუნებას ითხოვს

24 ივნისი, 2021 • 894
“გირჩი — მეტი თავისუფლება” პანდემიისას გადახდილი ჯარიმების დაბრუნებას ითხოვს

პარტია “გირჩი — მეტი თავისუფლება” მიიჩნევს, რომ უსამართლობაა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომელბმაც ჯარიმა არ გადაიხადეს. სწორედ ამიტომ, პარტია თანხის დაბრუნებას მოითხოვს მათთვის, ვინც ჯარიმა პატიოსნად გადაიხადა.

“პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა, ამნისტია შეეხება.

თუმცა თანხა უკან არ დაუბრუნდებათ მათ, ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადა, რაც ცალსახად უსამართლოა, რადგან მოქალაქეების დიფერენცირებას ახდენს სრულიად გაუგებარი კრიტერიუმით – სახდელს პატიობს მათ, ვისაც ის ჯერ არ გადაუხდია (არ აპირებდა ან ვერ მოასწრო) და არ პატიობს მათ, ვინც მათივე რეგულაციის მოთხოვნა პირნათლად შეასრულა და დაკისრებული ჯარიმები გადაიხადა.

მოვითხოვთ, ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს დაუბრუნდეს პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო გადახდილი ადმინისტრაციული სახდელის სრული ოდენობა”, — აცხადებს “გირჩი — მეტი თავისუფლება”, რომლის ლიდერიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა.

ჯარიმების ჩამოწერა — ერთი ჰუმანური აქტის 4 თანმდევი პრობლემა

მასალების გადაბეჭდვის წესი