ახალი ამბები

ეფექტურია სინოვაკი/სინოფარმი დელტა შტამის წინააღმდეგ? – NCDC-ის განმარტება

24 ივნისი, 2021 • 2869
ეფექტურია სინოვაკი/სინოფარმი დელტა შტამის წინააღმდეგ? – NCDC-ის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს კვლევები, რომლებიც დელტა შტამის წინააღმდეგ “სინოფარმისა” ან/და “სინოვაკის” ვაქცინების ეფექტურობას დაადასტურებდა.

“სამწუხაროდ, საფუძვლიანი და მტკიცებულებებზე დაყრდნობილი კვლევები ჩატარებული არის მხოლოდ და მხოლოდ “ფაიზერთან” დაკავშირებით. დანარჩენ ვაქცინებზე ასეთი კვლევები არ არის გამოქვეყნებული “, – ამბობს ცენტრის დირექტორის მოადილე, პაატა იმნაძე.

თუმცა ის ასევე დასძენს, რომ ინდოელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ინაქტივირებულ ვაქცინებს, როგორიცაა “სინოფარმი” და “სინოვაკი”, “კარგი შედეგი აქვთ მძიმე შემთხვევებისა და ლეტალობის პრევენციაზე”.

ინაქტივირებული ვაქცინები ცოცხალ მიკროორგანიზებს არ შეიცავენ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში დელტა შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის ეს ვარიანტი პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი