“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტიდან გასვლის შესახებ თავის განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ პარლამენტიდან დღესვე გასვლას არ გულისხმობდა.

ხაზარაზემ გუშინ, 23 ივნისს,  განცხადა, რომ თუ მოსამართლეების დანიშვნა არ გადაიდებოდა, ფრაქცია “ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტიდან გავიდოდა.

“მე გუშინ გავაკეთე განცხადება და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდი პარლამენტიდან გასვლას. არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ. არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ დოკუმენტს [შარლ მიშელის] გაუკეთოს ობსტრუქცია. კანონის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გავაკეთოთ სრული ლუსტრაცია იმისა, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე”, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება შეთანხმების უხეში დარღვევაა.

“ეს არის ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფა და მინდა გავაჟღერო ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ეს ინიციატივა, რომ თუ “ქართული ოცნება” მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო”, — განაცხადა ხაზარაძემ.

მოსამართლეების დანიშვნის შემთხვევაში, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტიდან გასვლას აანონსებს