ახალი ამბები

ჯარიმების გაუქმება არსამართლიანია მათთავის, ვინც უკვე გადაიხადა – დამენია

24 ივნისი, 2021 • 1785
ჯარიმების გაუქმება არსამართლიანია მათთავის, ვინც უკვე გადაიხადა – დამენია

“ევროპული საქართველო” მიიჩნევ,ს რომ იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ამნისტიის გამოცხადება ამომრჩევლის მოსყიდვაა. როგორც პარტიის წევრმა ლაშა დამენიამ განაცხადა, დღეს დააანონსებული ამნისტია უსამართლოა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ჯარიმა უკვე გადაიხადეს.

„პრემიერი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება ჯარიმების მოხსნასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა კვლავ დაიწყოს “ქართულმა ოცნებამ”. თუმცა აქ მთავარი უნდა ითქვას, რომ “ევროპული საქართველო” თავიდანვე მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ ეს ჯარიმები იყო არაადეკვატური და დღეს, გარკვეულწილად, არსამართლიანია, იმ ადამიანებმა, რომლებმაც გადაიხადეს ეს ჯარიმები და თითქოს მადლიერი უნდა ვიყოთ იმ მცირე ნაწილის ჯარიმების მოხსნისა, ამ დროს, როცა ეკონომიკა გაჭყლიტა “ქართულმა ოცნებამ”, პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა და დღესაც არ არის გვიან, ეს არის გადასახადების დაწევა“, – განაცხადა დამენიამ.

დღეს, 24 ივნისს, პრემიერმა განაცხადა, რომ იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ამნისტია ცხადდება, რადგან პანდემიის გამო მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობაა:

“დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების გამო ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამნისტია შეეხება დაახლოებით 245 ათასზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს. საუბარი იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი